ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავის სახელით სოციალურ ქსელში გავრცელებულ ე.წ მიმოწერებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის გარკვეული ჯგუფების მიერ შექმნილი ყალბი გვერდები, რომლის მიზანია მისი დისკრედიტაცია.
“დავით თარხან-მოურავს არ აქვს პერსონალური გვერდი “ფეისბუქში”, ის არაა სოციალური ქსელის მომხმარებელი. მხოლოდ პრესსამსახური აწვდის დაიჯესტს, ამიტომ ეს ფეიკია და არ არის რეალური დავით თარხან-მოურავი.
მე რამდენიმე ხნის წინ ამაზე ინფორმაცია საჯაროდ გავავრცელე. ამასთან, ვმოქმედებთ გვერდის გაუქმების მიმართულებით. ასე რომ, ვის ესაუბრება ვინმე ფეიქრიშვილი, იმედია, თვითონ იცის თარხან-მოურავმა კარგად იცის, რომ მისი გვარი ტირეთი იწერება.” – აცხადებს ინაშვილი.
კომენტარები