“ეს წამოწყებული კამპანია კონსტიტუციური უმრავლესობის წინააღმდეგ არის „ნაციონალური მოძრაობის“ კამპანია”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გია ჟორჟოლიანმა “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის ირგვლივ ატეხილი ხმაური „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არის წამოწყებული. ჟორჟოლიანი ამ კამპანიაში ჩართულ ადამიანებს დემოკრატიის მტრებს უწოდებს.
“ეს კამპანია არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერის კამპანია, ესენი არიან ხალხის ნების მოწინააღმდეგეები. ესენი ეჭვქვეშ აყენებენ ხალხის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ასეთი სისულელე დღემდე კაცობრიობას არ სმენია. ესე იგი, მაგ 50 კაცს რომ მოუნდება, იმ პარტიებმა უნდა მიიღონ საკონსტიტუციო უმრავლესობა და ხალხის გადაწყვეტილებას ყურადღება არ უნდა მიექცეს“,-განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
ჟორჟოლიანი განმარტავს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა საქართველოს კონსტიტუციით განისაზღვრება.
„ქართული ოცნების“ წევრი იმ ადამიანებს, ვინც საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ გამოდის, რჩევებს სთავაზობს.
“ამათ უბრალოდ არ ესმით. მე ვასწავლი უნივერისტეტში. მოვუწოდებდი ამ 50 ადამიანს 5-წლიანი კურსიდან მისმინონ თუნდაც ერთ სემესტრზე და მიიღებენ ინფორმაციას, თუ რა საზღვრავს საკონსტიტუციო უმრავლესობას. თუ ხალხის 89%-ს უნდა, რომ ხმა მისცეს ერთ პარტიას, ეს არ შეიძლება. საკონსტიტუციო უმრავლესობით „ნაციონალებმა“ დამნაშავეთა რეჟიმი დაამყარეს, თუმცა სხვა ქვეყნებში მსგავსი არ მომხდარა“, -განაცხადა გია ჟორჟოლიანმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.