საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მერაბ კაჭახიძის განცხადება „ნაციონალური მოძრაობისა” და „ქართული ოცნების” მმართველობის წლებსა და მიღწევებზე:
„კიდევ ერთხელ გამგონ–გამგებთათვის! ყველაფერი შედარებითია ამ ქვეყანაზე… ჰოდა…
„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ეპოქის მიღწევები:
1. წაგებული ომი და დაკარგული ტერიტორიები. ასობით დაღუპული და ასი ათასზე მეტიახალი დევნილი.
2. „ნულოვანი ტოლერანტობა დანაშაულს“. 27 000 (ოცდაშვიდი ათასი) ტუსაღი, 300 000 (სამასი ათასი) პრობაციონერი. პირველი ადგილი ევროპაში.
3. სისასტიკე და ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევები სასჯელაღსრულებისდაწესებულებებში. C ჰეპატიტის, ტუბერკულოზის და სხვა ინფექციური დაავადებებისარანაირი პრევენცია და აქედან გამომდინარე სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელიპატიმართა შორის. პირველი ადგილი ევროპაში.
4. „ესროლეთ ხელის აუკანკალებლად“. ათობით მოკლული, ფაქტიურად „ლინჩის წესით“გასამართლებული ადამიანი.
5. უზურპირებული და დაჩოქებული სასამართლო სისტემა. გამამტყუნებელი განაჩენებისპროცენტული მაჩვენებელი 99,98%. პირველი ადგილი მსოფლიოში. შედარებისთვის, 1937წელს ეს მაჩვენებელი აღწევდა 78% –ს.
6. სახელმწიფო ინსტიტუტების მასიური მონოპოლიზაცია და კონტროლი. კონსტიტუციისსაკუთარ თარგზე „ჭრა–კერვის“ ტრადიცია.
7.დატერორებული, წართმეულ–დახურული და მოსყიდული მასმედია. ე.წ. ჯიბის პრესა –ტელევიზიები.
8. დაშინებული, მოსყიდული და კონტროლირებადი პოლიტიკური ველი. მართული,სატელიტი ა/ო –ები, პოლიტიკური პარტიები და მათი ელექტორატი.
9.კონტროლირებადი და მონოპოლიზირებული ბიზნესი. წართმეული, ძალადგაკოტრებული, იძულებით გადაფორმებული და ნაჩუქარი კომპანიები, წილები თუ ქონება.
10. „ჩვენ სოფლის მეურნეობა და გლეხი არ გვაინტერესებს“. მიწასთან გასწორებულისოფლის მეურნეობა და სოფელი.
11. „ბუნებაში ყველაფერს აქვს თავის ფასი, აქედან გამომდინარე ყველაფერი იყიდება“.მავნებლური ეკონომიკური პოლიტიკა. ყოველგვარი ეკონომიკური გათვლების გარეშეუცხოელებზე (მათ შორის მტერზე) გაყიდული სტრატეგიული ობიექტები.
12. უცხოური ინვესტიციების და მსოფლიო თანამეგობრობის მიერ დახმარების სახითშემოსული თანხების 8 000 000 000 (რვა მილიარდი) თვითნებური და არამიზნობრივიხარჯვა. გამილიონებულ–გამილიარდერებული მინისტრები თუ სახელმწიფო ჩინოვნიკები.
„ქართული ოცნების“ მმართველობის წლების მიღწევები:
1. მშვიდობიანი ოთხი წელი. არცერთი შეიარაღებული კონფლიქტი, სისხლისღვრა, ნგრევადა მსხვერპლი.
2. 12 000 (თორმეტი ათასი) ტუსაღი. 65 000 (სამცდახუთი ათასი) პრობაციონერი.საშუალოზე დაბალი ევროპული სტანდარტით.
3.სისტემური დანაშაულის აღმოფხვრა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებისცალკეული შემთხვევებამდე დაყვანა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. Cჰეპატიტით, ტუბერკულოზით დაავადებული პატიმრების მკურნალობა სახელმწიფოპროგრამით და სიკვდილიანობის შემთხვევების შემცირება მინიმალურ ნიშნულამდე.საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე დაბალი.
4. არცერთი ქუჩაში მოკლული და ე.წ. „ლინჩის წესით“ გასამართლებული ადამიანი.
5. სახელმწიფო კონტროლიდან გათავისუფლებული სასამართლო სისტემა.გამამტყუნებელი განაჩენების მაჩვენებლის 99,98% –დან, 57%-მდე დაწევა.
6.სახელმწიფო ინსტიტუტების კონტროლიდან გათავისუფლება. მათი პატივისცემა დადემოკრატიული პრინციპების დაცვით დაყოფა–დანაწილება.
7. სრულიად თავისუფალი მასმედია. ე.წ. ჯიბის პრესა–ტელევიზიების არარსებობა.
8. თავისუფალი, არაკონტროლირებადი, პლურალური პოლიტიკური ველი. აზრის დაპოზიციის გამოხატვის სრული თავისუფლება. არაკონტროლირებადი ელექტორატი.
9. თავისუფალი და კონკურენტუნარიანი ბიზნეს გარემო. დაწყებულია წართმეული, ძალადნაჩუქარი და გადაფორმებული ბიზნეს წილების თუ ქონების უკან დაბრუნებისსამართლებრივი პროცესი.
10.სახელმწიფოს პრიორიტეტად იქცა სოფლის მეურნეობა და გლეხი. ამაზე მეტყველებსსახელმწიფო პროგრამები და თითქმის გახუთმაგებული საბიუჯეტო ხარჯები ამმიმართულებით.
11. არცერთი გაყიდული სტრატეგიული ობიექტი ოთხი წლის განმავლობაში.
12. უცხოური ინვესტიციების შემოდინების ზრდა (რეკორდული მაჩვენებელი 2014 წელი)და მისი გამჭვირვალე დასაბუთებული ხარჯვა. მიუხედავად მსოფლიო და რეგიონულიკრიზისისა. მშპ–ს სტაბილური ზრდის მაჩვენებლის შენარჩუნება, რაც მსოფლიოსსაფინანსო თუ საბანკო ინსტიტუტების მიერ მაღალ დონეზე იქნა შეფასებული.
ჰოდა, ჩემო მოწყალეო მსმენელ–მკითხველო, ყურადღებით გაეცანით ამას და როგორცსინდის–ნამუსმა, ადამიანობამ და ქართველობამ გიკარნახოს, ისეთი არჩევანი გააკეთე 30ოქტომბერს.
P.S. სხვათა შორის, ეს ჩამონათვალი პასუხს იძლევა ნაცების ბოლო ხავსის, ე.წ.„საკონსტიტუცი უმრავლესობის საშიშროებაზეც“, – ნათქვამია კაჭახიძის განცხადებაში.