მიხეილ სააკაშვილი აღარავის აინტერესებს და ამიტომ სელფ-ვიდეოებით ერთობა, – ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ექსპრეზიდენტის მიერ დღეს „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ მიმართავს.
“მიხეილ სააკაშვილი აღარავის აინტერესებს, მათ შორის აღარც საკუთარ პარტიაში, ამიტომ ის სელფ-ვიდეოებით ერთობა, რაც უკვე კლოუნადას დაემსგავსა. კლოუნი მე ვიცი კეთილი, თუმცა მიხეილ სააკაშვილს სიკეთესთან საერთო არაფერი აქვს“, – განაცხადა მანანა კობახიძემ.
კომენტარები