საკონსტიტუციო კომისია, დავით უსუფაშვილის თავმჯდომარეობით, წარუმატებელი იყო, – აღნიშნული განცხადება ”ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ PalitraNews-ის გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, უსუფაშვილის მიმართ პატივისცემის მიუხედავად, ”ობიექტური ვიქნები და ვიტყვი, რომ ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ესეც იყო”.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, უსუფაშვილის მიმართ პატივისცემის მიუხედავად, ”ობიექტური ვიქნები და ვიტყვი, რომ ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ესეც იყო”.
”მას რომ უკეთ გაეკეთებინა ორგანიზება კომისიის მუშაობის, კომისია გარკვეულ პროდუქტს შექმნიდა. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ კომისია ძალიან არაორგანიზებულად და ძალიან დაუგეგმავად მუშაობდა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
რაც შეეხება იმას, რომ უსუფაშვილი კვორუმის არარსებობას უჩიოდა, ბესელიამ აღნიშნა, რომ მან თავად დააკომპლექტა ეს კომისია.
რაც შეეხება იმას, რომ უსუფაშვილი კვორუმის არარსებობას უჩიოდა, ბესელიამ აღნიშნა, რომ მან თავად დააკომპლექტა ეს კომისია.
კომენტარები