“იმის ფიქრი, რომ ჩვენ არ გვესმის სხვაობა KFC-სა და სხვა აბრევიატურებს შორის, ეს სრული სისულელეა”,- ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა ტელეკომპანია “პირველთან” განაცხადა.
“ერთი წლის განმავლობაში სულ ვლაპარაკობ ერთსა და იმავეს, რომ ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილმა დაამვკიდრა ძალიან ცუდი პრაქტიკა, რომელიც, სამწუხაროდ, ხელისუფლებამაც გადაიღო. ჩამოდის კომპანია, რომელსაც არავითარი სახელი არ აქვს, უსახელო კომპანიაა, აბრევიატურაა მისის სახელი. ჩამოდის და ამბობს, მე ვარ ABO. მერე, ვთქვათ, “რუსთავი 2” გვეუბნება, რომ კომპანიამ ABO გამოიკვლია რაღაც და პირველ ადგილზეა “ნაცმოძრაობა”. მერე გვეტყვიან, რომ კომპანიამ WTM გამოიკვლია და ა.შ.
ერთი წელი ვამბობ, რომ აბრევიატურა ვიცი მე KFC, რომელიც აცხობს ქათმის ფრთებს. და ვამბობ, რომ როგორც ეს კომპანია არავითარ კავშირში არ არის სოციალურ კვლევებთან, ზუსტად ასევე ეს ორგანიზაციები არანაირ კავშირში არ არის ჭეშმარიტებასთან. KFC ცხელ-ცხელ ფრთებს მაინც აცხობს და ესენი ცხელ-ცხელ ტყუილებს აცხობენ”, – განაცხადა თარხან მოურავმა.