ყიზილაჯლოში ზეწოლის არანაირი ფაქტები არ ხდება და, თუ ვინმეს ხელოვნურად უნდა ასეთი სურათის შექმნა, ეს უპასუხისმგებლობაა,- ასეთი კომენტარი გააკეთა დეპუტატმა ეკა ბესელიამ გიგა ბოკერიას დღევანდელი განცხადებების კომენტირებისას.
როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დროისთვის ყველაფერი მშვიდად, კანონის ფარგლებში მიმდინარეობს.
„თუ რამე ტიპის გადაცდომა ვინმემ დაინახა, კამერებიც მუშაობს და შეუძლია, ვიდეო მასალაზე დაყრდნობით მოახდინოს რეაგირება. დაშინებაზე საუბარი საერთოდ არასერიოზულია, თუ ვინმე გულისხმობს, რომ პოლიციისთვის ქვის სროლა, ძალადობა, წითელი ხაზების გადაკვეთა რეაგირების გარეშე უნდა დარჩეს, ნურას უკაცრავად“,-აღნიშნა ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, ყველაფერი გაკეთდა, რათა ყველას ქონოდა საშუალება, თავისი პოზიცია გამოხატოს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, რომელიც ასევე ყიზილაჯლოში იმყოფება, დღეს განაცხადა, რომ მარნეულში მათი პარტიის მომხრეებზე ზეწოლას ქონდა ადგილი.