ცენტრალური საარჩევნო კომისია ზუგდიდისა და მარნეულის ოთხ საარჩევნო უბანზე 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრის აქტივობის მონაცემებს აქვეყნებს.
17:00 საათის მონაცემებით, მარნეულის 36-ე მაჟორიტარული ოლქის 48-ე უბანზე, სოფელ ყიზილაჯლოში 42.8% – 615 ამომრჩეველია მისული.
ზუგდიდის 66-ე ოლქის 38-ე უბანზე – 34.3%-ს – 393 ამომრჩეველს აქვს საკუთარი არჩევანი გაკეთებული.
ზუგდიდის 66 ოლქის 79-ე უბანზე, სოფელ ჯიხაშკარში – 49.7% – 460 ამომრჩეველი უკვე მისულია.
ჯიხაშკარის 108-ე უბანზე უკვე 47.2%-ს – 365 ადამიანს აქვს არჩევანი გაკეთებული.
კომენტარები