„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს სამეგრელოში აუცილებლად გაიმართება.
კახიძის თქმით, ამ დროისთვის ჯიხაშკარში დათვლილი ხმების რაოდენობა, საბოლოოდ იმაზე მეტყველებს, რომ მეორე ტური გარდაუვალია.
“არჩევნების მეორე ტური აუცილებლად გაიმართება. ჯიხაშკარში 109 უბანზე “ქართული ოცნების” წარმომადგენელს ედიშერ თოლორაიას 309 ხმა ერგო, რაც შეეხება სანდრა რულოვს მან ამავე უბანზე 117 ხმა მიიღო.
კახიძის თქმით, ასევე ცნობილია ჯიხაშკარის 79- ე უბნის შედეგებიც, რომლის მიხედვით “ქართულმა ოცნებამ” 378 ხმა მიიღო, ხოლო “ნაციონალურმა მოძრაობამ” 165.
“ქართული ოცნებიდან” ზუგდიდში კენჭს იყრის ედიშერ თოლორაია, “ნაციონალური მოძრაობიდან” – სანდრა რულოვსი.
გავრცელებული ინფრომაციით, განმუხურის საარჩევნო უბანზეც “ქართული ოცნების” კანდიდატი ლიდერობს.