„აღარ ახსოვთ, 21 წლის მარიამ საჯაიას გამო კანონები რომ შეცვალეს და პარლამენტში შეიყვანეს?„ – აღნიშნული განცხადებით საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ იმ თემას ეხმაურება, რომ თუ პარტია „ქართული ოცნება“ პარლამენტში უმრავლესობით წარდგება, შესაძლებელია საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს.
დავით ოქიტაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში 2008 წელს იხსენებს და აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, პარლამენტმა კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანა.
მისი თქმით, სწორედ ამ საკონსტიტუციო ცვლილების შედეგად, 21 წლის მარიამ საჯაია პარლამენტის წევრი გახდა.
კომენტარები