სანდრა რულოვსი დამოუკიდებლად არაფერს წარმოადგენდა. ეს იყო მიხეილ სააკაშვილის მიერ მიცემული დავალება, – განაცხადა მანანა კობახიძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში:
“სამეგრელოშიც და ყველგან, პრინციპულია, როდესაც არჩევანია გასაკეთებელი “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, არჩევანი გაკეთდეს სწორად. ერთ მხარეს არის ძალა, რომელსაც შეუძლია ამ ქვეყნის სტაბილური განვითარება, მეორე მხარეს-მოძალადეთა პარტიაა. სანდრა რულოვსი დამოუკიდებლად არაფერს წარმოადგენდა. ეს იყო მიხეილ სააკაშვილის მიერ მიცემული დავალება. ის ჩასვეს სიაში. ამ შემთხვევაში, სწორედ სააკაშვილსა და “ქართულ ოცნებას” შორის უნდა გაკეთებულიყო არჩევანი… სწორედ იმიტომ, რომ სანდრა რულოვსმა დაინახა, ის ორჯერ დამარცხდა და მესამედაც, ყველა პროგნოზით აგებს ამ არჩევნებს, ის გამოეთიშა მეორე ტურს. ის დარჩებოდა თუ გაეთიშებოდა, ნებისმიერ შემთხვევაში “ქართული ოცნება” ამ არჩევნებს მოიგებს. სამეგრელომ ღირსება დაიცვა!”, – განაცხადა კობახიძემ.