დავით სერგეენკოსთვის უცნობია, თუ რა ტიპის საკადრო ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს მთავრობის შემადგენლობაში, რომელსაც ახალი პარლამენტი დაამტკიცებს.
როგორც სერგეენკომ განმარტა, მთავრობაში ცვლილებების წარდგენის პრეროგატივა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის.
„მთავრობაში ცვლილებების წარდგენის პრეროგატივა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის. მე კონსულტაციებში მონაწილეობა არ მიმიღია. ვფიქრობ, რომ აქ პირველი სიტყვა და პირველი ნაბიჯები პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის. არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ის მოსახლეობას წარუდგენს მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას. კონკრეტულად რა შეიცვლება, ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით“, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით სერგეენკომ.
კომენტარები