ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია ლგბტ თემის წარმომადგენლების მიერ საპატრიარქოს შენობის ლგბტ ფერებით შეღებვას ეხმიანება.
“საპატრიარქოს შეღებვას კი რაც შეეხება, ესაა მორწმუნეთა უფლებების ყველაზე დიდი შელახვა და პლუს სითავხედე. აი, რას ამტკიცებენ ამ გაფერადებით, რომ რა?….. მართლა ვერ ვხვდები, უფრო სწორედ, ვხვდები და ძალიან წააგავს მიზანმიმართულ ქმედებას…
ყველას უფლებებს და თავისუფლებას დავიცავ,მაგრამ რატომ მაინცდამაინც საპატრიარქოს შეღებვა? ეს არაა უმრავლესობის უფლებების შელახვა?” – წერს ინგა გრიგოლია “ფეისბუქში”.
კომენტარები