ჩვენ გვიწევს ერთი მხრივ პანდემიის მართვა, ეკონომიკაზე ზრუნვა, თუმცა პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს და მოახლოებულია არჩევნები, – ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ„ქრონიკაში“ განაცხადა. აჭარის მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატები ყველა რეგიონში უალტერნატივოები არიან.
„არის საკმაოდ მშვიდი ფონი და შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად უალტერნატივოა ყველა მუნიციპალიტეტში – აჭარაში და მთელი საქართველოს მასშტაბით, პირველივე ტურში ჩვენი კანდიდატების გამარჯვება. სწორედ ამიტომ, ნახეთ მთელი რიგი ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ადრე ითხოვდნენ რიგგარეშე არჩევნებს, ახლა საერთოდ არჩევნების გადადებას, როცა ეს დღის წესრიგში არასოდეს დამდგარა. ჩვენ გავაგრძელებთ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას, მზადებას არჩევნებისთვის, გავიმარჯვებთ და ამ გამარჯვების შედეგად თითოეული მუნიციპალიტეტის, თითოეული რეგიონის შეუქცევად განვითარებას. შემდეგი სამი წელი გვჭირდება იმისთვის, რომ ყველა დაწყებული საქმე მივიყვანოთ ბოლომდე, კიდევ უფრო მეტი საშუალება მოგვეცეს ვიზრუნოთ ჩვენი რეგიონის, ქვეყნის მოქალაქეებზე. შემდეგი სამი წელი მოგვცემს საშუალება დამაჯერებელი გამარჯვების შედეგად, გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის განვითარება და როგორც პანდემიიდან, ასევე სხვა გამოწვევებიდან ძალიან თავაწეულები და მინიმალური დანაკარგებით გამოვიდეთ“, – განაცხადა რიჟვაძემ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართება.