„გვითხარით, რა არის საჭირო იმისთვის, რომ მოსახლეობამ უფრო მაღალ ფასებში შეძლოს თხილის რეალიზაცია”, – ამის შესახებ “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ოზურგეთის მერობის კანდიდატმა ავთანდილ თალაკვაძემ თხილის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
ავთანდილ თალაკვაძემ თხილის სექტორის წარმომადგენლებთან ის პრობლემები და საკითხები განიხილა, რომელსაც თხილის წარმოებასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებით მოსახლეობა აყენებს.
ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით, მზად არის მაქსიმალურად დაეხმაროს მოსახლეობას და თხილის მწარმოებლებს, რათა ოზურგეთმა მიიღოს უკეთესი, მაღალი ხარისხის თხილის მოსავალი, თანამედროვე გადამამუშავებელი საამქროები და შეფასების სისტემა, რომელიც უფრო მაღალი ფასების დადგენას უზრუნველყოფს – შესაბამისად, გაზრდის შემოსავლებს თანამოქალაქეებისთვის.