“კლინიკებში ნამდვილად ადგილი აღარ არის, შემიძლია, ჩემი კლინიკის მაგალითზე ვთქვა, რომ უამრავ ზარზე სასწრაფოდან გვიწევს უარის თქმა, რადგან შემოსული პაციენტების ძალიან დიდ ნაწილს უდასტურდება კოვიდინფექცია“, – ამის შესახებ აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლია გოლიაძემ განაცხადა.
გოლიაძე მოქალაქეებს აცრისკენ მოუწოდებს.
“კლინიკებში ნამდვილად ადგილი აღარ არის, მე შემიძლია, ჩემი კლინიკის მაგალითზე ვთქვა, რომ უამრავ ზარზე სასწრაფოდან გვიწევს უარის თქმა იმიტომ, რომ შემოსული პაციენტების ძალიან დიდ ნაწილს უდასტურდება კოვიდინფექცია. ძალიან გვიჭირს მძიმე პაციენტების გადაყვანა რეანიმაციებში იმიტომ, რომ პრაქტიკულად რეანიმაციაში ადგილი აღარ არის. ჩვენს რეანიმაციაში, რომელიც 20 კაცზეა გათვლილი, 22 პაციენტი წევს დღევანდელ დღეს. ამიტომ, ყველა გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს, ახლობლებს, მეგობრებს, ნათესავებს, ნუ ვიქნებით გამავრცელებელი ამ საშინელი ვირუსის და ავიცრათ, ავიცრათ რაც შეიძლება სწრაფად და მეტი”, – განაცხადა გოლიაძემ.