ლაგოდეხის რაიონში 13 წლის ბიჭს დენმა დაარტყა, რის შედეგადაც ორივე ხელი, ტერფი და თავის ქალა დაუზიანდა.
„კვირას“ ინფორმაციით, მოზარდი ლაგოდეხში მწყემსებთან ერთად ცხვარს მწყემსავდა და მოულოდნელად მინდორში დაგდებულ ელექტროსადენს ფეხით შეეხო, რის შედეგადაც სხეულის 15- პროცენტიანი დამწვრობა მიიღო.
როგორც „კვირას“ იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, პაციენტი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მისი თქმით, 13 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
მედიკოსები პაციენტს ქირურგიული ოპერაციისთვის ამზადებენ, რომელსაც, სავარაუდოდ, 20 მაისს ჩაუტარებენ.
„პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. უტარდება ყველა საჭირო გამოკვლევა, რათა პარასევს, 20 მაისს, ოპერაციისთვის მოვამზადოთ. ელექტროკონტაქტის შედეგად, მოზარდს დაზიანებული აქვს ზედა ორივე კიდური, მარცხენა ფეხის ტერფი და თავის ქალა. მიღებული აქვს მე-3 (ა) – (ბ) და მე-4 ხარისხის დამწვრობა“, – აცხადებს გუგა ქაშიბაძე.
13 წლის ბავშვი ელექტროკონტაქტური დაზიანებებით თავდაპირველად ლაგოდეხის რაიონულ საავადმყოფოში მიიყვანეს, რის შემდეგადაც კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადმოიყვანა.
www.kvira.ge