მიხეილ სააკაშვილის საქმეს, რომელიც ხვალ, 15 ნოემბერს გაიმართება, არაერთგვაროვნად აფასებენ მმართველ პარტიასა და ოპოზიციაში.
“ქართული ოცნების” ლიდერი, გია ვოლსკი ამბობს, რომ აბსურდი ვერ იქნება საქმე, რომელიც საიდუმლო ნაწილს ექვემდებარება:
“აბსურდი ვერ იქნება, კი ესენი ეძახიან აბსურდს “პიჯაკების საქმეს” , მაგრამ თუ ირონიაა, მაშინ “ბოტოქსების საქმე” უფრო ეთქმის, მათ შორის – ისეთი თემებია, რომლებიც აბსოლუტურად არ ითვალისწინებს არანაირ გამართლებას, ვერ გაამართლებ.
საიდუმლო ნაწილს ექვემდებარებოდა, აგრეთვე, უამრავი სხვა ხარჯი, რომელიც, შეიძლებოდა ღიად და გამჭვირვალედ დახარჯულიყო იმ შემთხვევაში, თუ მას გამართლება აქვს კანონით”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
კომენტარები