პუბლიცისტი დავით კალანდია ფეისბუქზე პოსტს ავრცელებს:
“ხშირად შევმცდარვარ ადამიანებში.
ძალიან ხშირად.
(ერთადერთი, მიშაში არ შევცდი, ჯერ კიდევ 2003 წელს მივხვდი რა ხვითოც იყო, და, ვამაყობ, ხმა რომ არასდროს მიმიცია მისთვის და ყოველთვის ვამბობდი, რომ ის საქართველოს დამაქცევარია).
აი, მეგობრებში არ შევმცდარვარ! ვინც ჩემი ნამდვილი მეგობარია, ის ნამდვილად ჩემია. ჭირშიც და, განსაკუთრებით, ლხინში, მათ ბოლომდე ვენდობი.
პოლიტიკოსებში ხშირად ვცდებოდი; რას წარმოვიდგენდი, მაგალითისთვის, რომ გუბაზ სანიკიძე სინამდვილეში იუდა კასიოევიჩ ბრუტუსოვი აღმოჩნდებოდა?
ჰო, გუბაზი ახლა იქ იყოს, სადაც ტივტივებს.
მაგრამ
დღეს დილით ვუსმინე ჩვენი იუსტიციის მინისტრის ბრიფინგს, რატი ბრეგაძეს და…მომეწონა ეს ახალგაზრდა კაცი.
საკმაოდ დამაჯერებელი და გაწონასწორებული ადამიანი მეჩვენება, თანაც ნაც-დურაკულ კითხვებზე აზრიან პასუხებს სცემდა.
ასე რომ, მომეწონა.
ბრეგაძე ოცნების კარგი არჩევანია (ხეზე “ტუკ-ტუკ-ტუკ” და მარცხენა მხარზე “ტფუტფუტფუ”, რომ არ გავთვალო).
მაინც, თმენის კოდექსი იშვიათი თვისებაა. წესიერ პოლიტიკოსს თმენის კოდექსზე ხელი უნდა ჰქონდეს მოწერილი.
მე, პირადად, თმენის კოდექსის იოტიც არ გამაჩნია.
აი, გუშინ, ქუჩაში, ერთი სუნიანი მიშისტი ფეხებში ჩამივარდა, და იმის მაგივრად გვერდი ამეარა, ზიზღით გადავაბიჯე, როგორც მკვდარ ვირთხას.
არ გამოვა ჩემგან მინისტრი, არც ამ, და, ეჭვი მაქვს, არც მომდევნო ცხოვრებებში.
ამიტომაც შინ ვზივარ და პიანინოზე საცვენებელი თითით ბრამსის ძილისპირულს ვაკაკუნებ“, – წერს დავით კალანდია.