დღეის მდგომარეობით არასერიოზულია მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობაზე საუბარი, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ ობიექტური ინფორმაცია არ გვაქვს, – ამის შესახებ „გირჩის წევრმა“ ჰერმან საბომ განაცხადა.
მან კომენტარი პროკურატურის გადაწყვეტილებაზე გააკეთა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის შესახებ მოთხოვნა დაუსაბუთებლობის გამო არ დააკმაყოფილა,
„დღეის მდგომარეობით არასერიოზულია მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობაზე საუბარი, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ ობიექტური ინფორმაცია არ გვაქვს – ერთი მხარე ერთს ამბობს, მეორე – მეორეს. ორივეს თავი მართალი ჰგონია. აქედან გამოსავალი იქნება საგამოძიებო კომისია, რომლის შექმნის ეგიდითაც პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა“ შემოდის. ეს კომისია დაადგენს, უნდა იყოს თუ არა სააკაშვილი დაზარალებულად ცნობილი და შემდეგ ვიმოქმედოთ“, – განაცხადა საბომ.
საქართველოს პროკურატურამ დღეს განცხადება გავრცელებულა. მასში აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის შესახებ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.