ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საწვავის ბაზარზე გვქონდეს სრულფასოვანი, კონკურენტული გარემო და შესაძლებელი იყოს გაძვირებული საწვავის მოსახლეობისთვის მაქსიმალურად იაფ და ხელსაყრელ პირობებში მიწოდება – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა საწვავის დისტრიბუტორ მცირე ქსელების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, სადაც საწვავის ბაზარზე არსებული სიტუაცია და პროგნოზები განიხილეს.
მინისტრის განცხადებით, შექმნილი გეოპოლიტიკური და რეგიონში არსებული საომარი ვითარებიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, მსოფლიოში ფასები საწვავზე ძალიან მაღალია და გლობალურ ტენდენციას საქართველო ვერ აცდება. თუმცა, მთავარი ამოცანაა, მაქსიმალური კოორდინაციით იაფი წყაროებიდან საწვავით მომარაგება და მარჟების მინიმუმამდე დაყვანა, რათა მოსახლეობას მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობებით მიეწოდოს საწვავი.
საწვავის დისტრიბუტორ მცირე ქსელების წარმომადგენლებთან შეხვედრაში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით გაიმართა, ვიცე-პრემიერთან ერთად, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე მონაწილეობდნენ.
კომუნიკაცია მიმდინარე კვირაში გაგრძელდება საწვავის უფრო მსხვილი ქსელების წარმომადგენლებთან.
ლაშა ხუციშვილი და ლევან დავითაშვილი ნავთობკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ
2022/05/17 13:44:36
კომენტარები
ნანახია: 430 ჯერ