ტაილანდის ქალაქ ჩონბურიში დასრულდა ეტლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასის წლის მეორე გათამაშება.
მსოფლიო თასის გათამაშების დასკვნით დღეს ეტლით მოფარიკავე ქალთა გუნდები იბრძოდნენ მსოფლიო თასისთვის.
საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა გუნდმა (გვანცა ზადიშვილი, ნინო თიბილაშვილი, ირმა ხეცურიანი) მეოთხედფინალში ინდოეთის ნაკრებს 45:4 (ოთხი!) სძლია, ნახევარფინალში ჰონკონგი 44:40 დაამარცხა და ფინალში იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდა.
გადამწყვეტ შეხვედრაში, როდესაც ანგარიში 40:38 იყო იტალიელთა სასარგებლოდ, მაგრამ ნინო თბილაშვილმა შეძლო ჩამორჩენის აღმოფხვრა, გაიმარჯვა და საქართველოს ნაკრებმა 19 აპრილს სან-პაულუში გამარჯვების შემდეგ წელს უკვე მეორედ მოიპოვეს მსოფლიო თასი.
კომენტარები