ბრიუსელში განხორციელებულ ტერაქტებში მონაწილე ტერორისტის თანამზარხველი, ბირმინგემის 26 წლის მცხოვრები ზაქარია ბუფასილი ნაფიცმსაჯულთა სასამართლომ ტერაქტის მზადებასთან კავშირში დამნაშავედ ცნო. გამოძიების ცნობით, ბუფასილმა ბრიუსელის აეროპორტზე თავდასხმაში მონაწილე ქუდიან მამაკაცს, მუჰამედ აბრინის აფეთქებების ორგანიზებისთვის ფული გადასცა.
მარტში ბრიუსელში, ზავენტემის აეროპორტსა და მეტროსადგურში თვითმკვლელების მიერ განხორციელებული აფეთქებებს 32 ადამიანი ემსსხვერპლა.
სასამართლომ დაადგინა, რომ ბირმინგემში ბუფასილმა და მისმა თანამზარხველმა ტერაქტის შემსრულებელს მუჰამედ აბრინის 3 ათასი ფუნტი (3816 დოლარი) გადასცეს. მუჰამედ აბრინი ზავენტემის აეროპრტის სათვალთვალო კამერების მიერ აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე არის დაფიქსირებული.
ბუფასილის თანაშემწემ, მუჰამედ ალი აჰმედმა დანაშაული აღიარა. სასამრთლო განაჩენს მათ 12 დეკემბერს გამოუტანს.