კიევში, ევროპული კომისიის პრეზიდენტის ვიზიტი დასრულდა. იქამდე კი ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინელი ჯარისკაცები საავადმყოფოში მოინახულა.
“უკრაინისთვის მძიმე პერიოდია, ევროპა თქვენს გვერდითაა,“- დაწერა “ტვიტერზე” ლაიენმა.
უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ევროპული კომისიის პრეზიდენტმა მაიდანზეც გაისეირნა.
ლაიენის განცხადებით, კომისია დასკვნას, იმის შესახებ, მიენიჭოს თუ არა უკრაინას კანდიდატის სტატუსი ევროკავშირში გასაწევრიანებლად, მომავალი კვირის ბოლომდე წარადგენს.
ეს, ომის დაწყების შემდეგ, ევროკომისიის ხელმძღვანელის მეორე ვიზიტია უკრაინაში.
კომენტარები