კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი არნოლდ შვარცენეგერი ევროპელ ლიდერებს მიმართავს. მისი თქმით, მოსკოვისგან ენერგორესურსების შესყიდვა ფაქტობრივად უკრაინაში ომის დაფინანსებს ნიშნავს.
არნოლდ შვარცენეგერის განცხადებით, ომის პირველ ორ თვეში რუსეთმა უკრაინის მისამართით 1 300 რაკეტა გაუშვა, რომელთა ღირებულებაც 7,7 მილიარდი ევროა, ამავე პერიოდში ევროპამ რუსეთს ნავთობისა და ბუნებრივი აირის შესაძენად 44 მილიარდი ევრო გადაურიცხა.
„ჩვენ ხელი სისხლში გვაქვს გასვრილი, რადგან ომს ვაფინანსებთ“, – განაცხადა შვარცენეგერმა ავსტრიაში კლიმატურ კონფერენციაზე ვიდეოჩართვის დროს.
„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა გავთავისუფლდეთ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებისგან“, – აღნიშნა შვარცენეგერმა.
კომენტარები