უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანიური მედიისთვის ონლაინპრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ სამომავლოდ, უკრაინა ყოველთვის მზად უნდა იყოს რუსეთის მორიგი შეჭრის მოსაგერიებლად.
„უსაფრთხოების თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყანა ნებისმიერ დროს მზად უნდა იყოს ნებისმიერი შემოჭრისთვის. ამიტომ, ჩვენ ავაშენებთ ჩვენს ქვეყანას და აღვადგენთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. დავეყრდნობით პრინციპს – ყოველთვის მზად იყავით რუსული მხარის შემოჭრის რისკისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
კომენტარები