უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს საერთო ხედვა აქვთ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა წავიდნენ რუსეთის წინააღმდეგ ომში გამარჯვებისკენ.
„დეტალურად განვიხილეთ არსებული მდგომარეობა ფრონტის ხაზზე, ჩვენი შესაძლებლობები დავიცვათ ჩვენი ქვეყანა რუსული ოკუპაციისგან“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა ბორის ჯონსონთან შეხვედრის შემდეგ.
„კერძოდ, ვისაუბრეთ მძიმე იარაღის მიწოდების გაზრდის აუცილებლობაზე. დღეს მთავარია უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფა. ჩვენ ვიწყებთ ამ მიმართულებით მოძრაობას. რუსული რაკეტები რჩება საფრთხედ ჩვენი ხალხისთვის, უკრაინის მთელი ტერიტორიისთვის“, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ორმა ლიდერმა ასევე განიხილა უკრაინის ეკონომიკური და ფინანსური მხარდაჭერის საჭიროება.