აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ეშტონ კარტერმა განაცხადა, რომ ამერიკა მალე სირიაში 200- კაციან შენაერთს გააგზავნის, რომელიც ქურთ და არაბ მოხალისეებს დაეხმარება.
ამჟამად ქურთები და სირიის ოპოზიცის წარმომადგენლები ქალაქ რაქას აღებას ცდილობენ, რომელსაც „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებს. რაქა „ისლამური სახელმწიფოს“ არაოფიციალურ დედაქალაქად ითვლება. ამის შესახებ “ბი ბი სი“ იუწყება.
ამჟამად სირიაში 300-მდე ამერიკელი სამხედრო იმყოფება. ისინი ადგილობრივ მოხალისეებს წვრთნიან, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოს“ ებრძვიან.
კომენტარები