თურქეთის პოლიციამ სტამბოლის აფეთქებებში ეჭვმიტანილი 10 პირი დააკავა. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა.
სტამბოლის ცენტრში, Vodafone Arena-სთან ორი აფეთქება წუხელ მოხდა. შედეგად დაიღუპა 29 ადამიანი, რომელთაგან 27 პოლიციელია და 166 დაშავდა. თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, ტერაქტის ორგანიზატორებს სურდათ, რომ მსხვერპლი რაც შეიძლება დიდი ყოფილიყო.
კომენტარები