ისლამურმა სახელმწიფომ პალმირაზე კონტროლის აღდგენა ვერ შეძლო. შეტევა უძველეს ქალაქზე ტერორისტებმა დანაღმული ავტომობილების, ჯავშანტექნიკისა და არტილერიის გამოყენებით დაიწყეს და რამდენიმე რაიონი დაიკავეს, თუმცა მათ წინააღმდეგ სირიის არმიამ რუსეთის ავიაციის მხარდაჭერით მასშტაბური საჰაერო ოპერაცია ჩაატარა.
ავიაციამ ათობით იერიში განახორციელა და ისლამური სახელმწიფოს ავტოკოლონები დაბომბა. რუსი სამხედრო მაღალჩინოსნების ინფორმაციით, შეტევის შედეგად ISIS-ის 300-მდე მებრძოლია ლიკვიდირებული.
კომენტარები