სტამბოლში განხორციელებული ორმაგი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა.
მათ შორის 30 პოლიციელია. კიდევ 160-მა ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო.
შინაგან საქმეთა მინისტრის სულეიმან სოილუს განცხადებით, უკვე დაკავებულია აფეთქებების ორგანიზებასთან კავშირში 10 ადამიანი.
თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გლოვა გამოაცხადა.
კომენტარები