ევროკავშირის საბჭომ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი 2018 წლის 14 დეკემბრამდე გაახანგრძლივა.
აღნიშნულის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში.
ოფიციალური ინფორმაციით, ევროკავშირის საბჭომ ასევე გამოიყო 18 მილიონი ევროს ოდენობის რესურსი, 2016 წლის 15 დეკემბრიდან 2017 წლის 14 დეკემბრამდე პერიოდისთვის.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ევროკავშირის შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიაა. მისია 2008 წლის სექტემბერში გამოიგზავნა, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის შუამავლობით ხელი მოეწერა 6-პუნქტიან შეთანხმებას, რომელმაც აგვისტოს ომი დაასრულა.
კომენტარები