ფრანგი ძალოვანები მძარცველების ჯგუფს ეძებენ, რომლებმაც 70 კილოგრამი ოქრო მოიპარეს. პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევა ლიონის მახლობლად მოხდა.
მძარცველებმა პარიზი-ლიონის დამაკავშირებელ მაგისტრალზე, ინკასაციის მანქანას გზა გადაუღობეს, მილიონ 600 ათასი დოლარის ღირებულების ოქრო გაიტაცეს და დაცვის წევრები მანქანაში ჩაკეტეს.
სამართალდამცველების განცხადებით, შემთხვევის ადგილიდან მიმალვისას, ეჭვმიტანილებმა ერთერთ თავიანთ ავტომობილს ცეცხლი წაუკიდეს და სამხილები გაანადგურეს.
ხანძარი სხვა მანქანებს და მათ შორის საინკასაციო მიკროავტობუსსაც მოედო, თუმცა მცველების გათავისუფლება ძალოვანებმა დროულად შეძლეს.
კომენტარები