წინასწარი მონაცემებით, გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილია ის ტურისტი, რომელიც პარაპლანით მიფრინავდა. პარაპლანის ინსტრუქტორი დაშავებულია.
კომენტარები