მარნეულში საკანალიზაციო ჭის გაწმენდის დროს ორი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა დღეს, 31 ივლისს მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მუშა, რომელიც ერთ-ერთ სახლში საკანალიზაციო ჭას ასუფთავებდა, ჭიდან ვეღარ ამოვიდა. მისი დახმარება სახლის მეპატრონემ სცადა, თუმცა ამოსვლა ვერც მან შეძლო.
საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით იძიებს. ამ მუხლით გაუფრთხილებლობის გამო ადამიანის გარდაცვალებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება.
კომენტარები