სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, 20 წლის რამზან ბაღაკაშვილი დაიღუპა. kvirispalitra.ge-ს ინფორმაციით, რამზან ბაღაკაშვილი სირიაში, ქალაქ რაყაში, ავიაიერიშების დროს გარდაიცვალა.
არსებული ცნობით, ბაღაკაშვილი 2015 წლის გაზაფხულზე სირიაში არასრულწლოვან მუსლიმ კუშტანაშვილთან ერთად წავიდა.
”როდესაც პანკისის ხეობიდან ამ ორი ახლაგაზრდის წასვლის ფაქტი გახმაურდა, 2015 წლის 14 ივნისს ჩატარდა სპეცოპერაცია და ტერორიზმის ბრალდებით შსს-ს კონტრტერორისტულ ცენტრის თანამშრომლებმა ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრებისათვის გადაბირების, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით რამდენიმე ადამიანი დააკავეს, მათ შორის აიუფ ბორჩაშვილი. სწორედ პანკისელ აიუფ ბორჩაშვილს და მასთან ერთად ბრალდებულებს ედავებოდნენ 17 წლის მუსლიმ კუშტანაშვილისა და 18 წლის რაზმან ბაღაკაშვილის სირიაში გამგზავრებას”, – წერს kvirispalitra.ge
წყარო:ინტერპრეს ნიუსი