კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერში ექიმმა ექიმი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.
დაჭრილია აღნიშნული დისპანსერის ხელმძღვანელი გიორგი გალდავა.
“პაციენტი, 52 წლის მამაკაცი, შემოყვანილია ცეცხლნასროლი ჭრილობით, დაზიანებული იყო მარჯვენა მხრის ძვალი, ასევე შემავალი იყო ჭრილობა პეტროპენტიონალურ სივრცეში ღვიძლის შემხები დაზიანებით… ჩაუტარდა პაციენტს ოპერაციული ჩარევები, ქირურგიული ჩარევები.
ასევე ქირურგიული ჩარევა, ამოღებულია უცხო სხეული, ოპერაცია სრულყოფილად ემოსტაზი მიღწეულია, ოპერაცია სრულყოფილად ჩატარდა. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური.
ეს პაციენტი ჩვენი კლინიკის თანამშრომელი არ არის, სხვა კლინიკის თანამშრომელია, რაც ვიცით ეს არის დაზიანებები და ასაკი, იყო დაზიანებული მხრის ძვალი და რეტროპეტიანული სივრცე, ეს გამოწვეული იყო იყო ერთი ნასროლით თუ ორი ნასროლით, ამას ექსპერტიზა დაადგენს, ჩვენ ერთადერთი რაც შეგვიძლია ვთქვათ, ამოღებულია ლითონის უცხო სხეული, თუ რას სახის უცხო სხეულია, ამას ექსპერტიზა დაადგენს”, – ამბობს გიორგი ნიკოლიშვილი
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.