ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ აჰა, ჩამოფრინდა მოსკოვიდან სამგზავრო თვითმფრინავი და დაეწყოთ ნაცებს, შმაცებსა და გნაცებს განსხვავებული აღქმები!
😆
თუ ჰელენ ხოშტარია აეროპორტში გავარდა მოსკოვიდან გამოფრენილი ხომალდის უკან გასაბრუნებლად, ე.წ. მწერალ ლაშა ბუღაძეს უფრო საშინელი რამ ეზმანა – მისი აზრით, პუტინის თვითმფრინავის შემოღწევით ჩვენს ქვეყანაში, მე-11 არმიის შემოჭრის მსგავსთან გვაქვს საქმე:
,,ერთგვარ “დაშაქრულ” 25 თებერვალთან, რომელიც იმავე მიზნის მატარებელია, როგორიც 100 წლის წინანდელს ჰქონდა – ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფა და საქართველოს მოწყვეტა ევროპისგან”.
მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილი ვლადიმერ პუტინზე ამბობდა, მას პატიოსანი თვალები აქვსო, ლაშას მაშინ არ გასჩენია ასეთი ავი შეგრძნება. არც 2008 წელს, როცა იმავე სააკაშვილმა და მისმა ამფსონებმა ენით აღუწერელი დანაშაული ჩაიდინეს, როცა ჩვენი ჩახოცილი ჯარისკაცები ცხინვალის ქუჩებში დაყარეს და უკანმიუხედავად აითესნენ. არც მაშინ, როცა მის ბელადს მოტოციკლეტის ხმა ბომბდამშენის ხმაში აერია და გორის მინდვრები ცხვირით გადახნა. არც მაშინ, როცა ე.წ. ომიდან მეორე დღეს გრიგოლ ვაშაძემ ლავროვს უსტარი გაუგზავნა, მოდით, კონცერტები დავგეგმოთ, კულტურული ღონისძიებები გავაღრმავოთ, ერთმანეთს უფრო დავუახლოვდეთო. არც მაშინ, როცა მისი ბელადი სააკაშვილი ლარსის გამშვებ თუ შემომშვებ პუნქტთან იდგა და რუსებს ეპატიჟებოდა, მობრძანდით, დაბრძანდით, ხინკალი და ,,ხაჩაპური” მიირთვით, ტურიზმი განვავითაროთო.
და იცით, რომელ დღეს დახვდა სააკაშვილი რუს ტურისტებს შემომშვებ პუნქტთან? 9 აპრილს!
არაფერს ვიგონებ, 9 აპრილს დახვდა, მობრძანდითო!
🤓
ჰელენ ხოშტარია?
ოოო… ეს ქალი კიდევ ცალკე თემაა, ცალკე მოვლენაა!
2008 წლის ომის შემდეგ გვარწმუნებდა, ჩვენ რომ სავიზო რეჟიმი არ გავაუქმეთ, ეს კარგია, მივესალმები, ბიზნესს არანაირი საფრთხე არ შექმნია, პირიქით, რუსეთ-საქართველოს შორის გაიზარდა კიდეც ვაჭრობაო. ჩვენ ვართ გახსნილები რუსეთთან ურთიერთობისთვის, ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ გვაქვსო.
გაიგონეთ?
რუსეთის პირწავარდნილი აგენტი, კრემლიდან დაფინანსებული, რუსულ ინსტიტუტებგამოვლილი მაშინ სულ სხვანაირად ლაპარაკობდა, ჩვენ რუსეთთან ურთიერთობისთვის გახსნილები ვართო. დიახ, მაშინ გახსნილები იყვნენ, ახლა აღარ, ახლა მეორე ფრონტია საჭირო, ქვეყნის განადგურებაა საჭირო, ეგებ ნანგრევებზე მაინც დაბრუნდნენ ხელისუფლებაში?
ესენი მაშინ დაბრუნდებიან, როცა ვირი ლეღვის ტოტზე დაიწყებს ცეკვას, მაგრამ მოთმინება და ნერვები ხომ გინდა?
🤓
ნახეთ, მეგობრებო, ვიდეოები, არქივები კარგად ინახავს ამათ ავკაცობას და შიფრავს ამათ მრავალსტანდარტიანობას!
ჰელენს ჰკითხეს, მაშინ ასე ამბობდით, ახლა ისე ამბობთ, ნეტავ როდის ხართ გულწრფელიო? მაშინ პატიოსანი ტურისტები შემოდიოდნენ, ახლა აგენტები შემოდიანო.
აგენტებიო, ამბობს აგენტი!
😆”