ფილიპინების პრეზიდენტმა აღიარა, რომ ნარკოტიკების გავრცელებასთან კავშირში ეჭვმიტანილები პირადად მოუკლავს.
”მე მსურდა მეჩვენებინა პოლიციისთვის, რომ თუ ამის გაკეთება შემიძლია მე, მაშინ რატომ არ შეუძლიათ მათ? დავაოში მე დავდიოდი მოტოციკლით, უბრალოდ ვპატრულირებდი ქუჩებში, ვეძებდი პრობლემებს, რათა მოკვლის საშუალება მქონოდა,” – განაცხადა როდრიგო დუტერტემ.
დუტერტე ფილიპინების პრეზიდენტად მიმდინარე წლის 30 ივნისს აირჩიეს. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მან ნარკომაფიის დამარცხების პირობა დადო. მისი ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე ქვეყანაში ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში დაახლოებით 5 ათასი ადამიანი მოკლეს.
კომენტარები