ტუნისის სასამართლომ 20 წლის მამაკაცს 13 წლის ორსულ გოგონაზე დაქორწინების უფლება მისცა – ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
სასამართლოს გადაწყვეტილებამ არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი გამოიწვია. სამოქალაქო სექტორის მტკიცებით, ქვეყანაში ბავშვთა უფლებები ირღვევა.
მოსამართლის გადაწყვეტილება დაეყრდნო ტუნისის სისხლის სამართლის კოდექსს, რომლის მიხედვითაც, თუ 15 წლამდე ასაკის გოგონასთან სქესობრივი კავშირი ძალის გამოყენების გარეშე დამყარდება, ფაქტი ისჯება თავისუფლების აღკვეთით 6 წლამდე, თუმცა დამნაშავეს სასჯელისაგან თავის არიდება შეუძლია, თუ მსხვერპლზე დაქორწინდება.
კომენტარები