სოსო გოგაშვილის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები იმყოფებიან. სუსის ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლები, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მოძრავი ქონების დაყადაღებისა და ამოღების მიზნით მივიდნენ.
საუბარია ოჯახის წევრების მფლობელობაში არსებულ სამ ავტომობილზე. ოჯახის ადვოკატის განცხადებით, დაყადაღებული ქონების ამოღების პროცესი უკანონოა, ვინაიდან სასამართლო განჩინებაში ქონების ამოღების შესახებ ჩანაწერი არ არსებობს.
სუსის თანამშრომლების განმარტებით კი, მათ მიერ ჩატარებული მოქმედებები სამართლებრივ სტანდარტებს შეესაბამება.
კომენტარები