გაერო-ს უსაფრთხოების საბჭომ თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობა ტერორისტულ აქტად შეაფასა. გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა განაცხადა, რომ “შოკირებულია ამ უაზრო, ტერორისტული აქტით”.
“უსაფრთხოების საბჭოს წევრებმა 19 დეკემბერს ანკარაში მომხდარ თავდასხმას, რომელსაც რუსეთის ელჩი ემსხვერპლა, ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. წევრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ აღნიშნული ტერაქტის შემსრულებლები, ორგანიზატორები და სპონსორები აუცილებლად უნდა მიეცენ პასუხისგებაში”, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
კომენტარები