ბერლინის პოლიციის განცხადებით, გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, რომელიც ხალხმრავალ საშობაო ბაზრობაზე შევარდა, მიზანმიმართულად მოქმედებდა, – იუწყება სააგენტო Reuters-ი.
„ჩვენი გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ სატვირთო მანქანა განზრახ მიმართეს ხალხმრავალი ადგილისკენ – ბრაიტშაიდპლაცის საშობაო ბაზრობაზე“, – წერს ბერლინის პოლიცია სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.
კომენტარები