თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობის უკან აშშ-ში მცხოვრები ისლამის მქადაგებელი, ფეთჰულაჰ გიულენი დგას. ოფიციალური ანკარის ვერსიით, მისი მიზანი რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების დესტაბილიზაციაა.
„როგორც კი მოსკოვისა და ანკარის ურთიერთობები ნორმალიზების გზას დაადგა, დაიწყო ბინძური მეთოდების გამოყენება“, – წერს გამოცემა Sabah.
“ფეტოს მიერ გამოშვებულმა ტყვიამ თურქეთსა და რუსეთს შორის არსებული ურთიერთობები დააზიანა“,- წერს გამოცემა Star.
სამთავრობო მედია ასევე იუწყება, რომ ფეთჰულაჰ გიულენის მიერ დაქირავებული მკვლელები აშშ-ის დაზვერვის ცენტრალურ სამსახურთან არიან დაკავშირებულები.
ოპოზიციურ გამოცემა Hurriyet Daily-ის კი ელჩის მკვლელობასთან გიულენის კავშირში ეჭვი ეპარება. გამოცემა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ტერორისტის დაკავების ნაცვლად, მისი ლიკვიდაცია მოხდა, იმის მიუხედავად, რომ ელჩის მკვლელობის შემდეგ, ის არავის ემუქრებოდა.
„თავისუფლად შეიძლებოდა მისი ფეხში დაჭრა, დაკავებისას ცრემლმდენი გაზის გამოყენება ან სხვა მეთოდით განეიტრალება. ის კი უბრალოდ მოკლეს, რაც ასევე გამოსაძიებელია, ისევე როგორც ელჩის მკვლელობა“, – წერს Hurriyet Daily.
თურქული მედია – რუსეთის ელჩის მკვლელობის უკან ფეთჰულაჰ გიულენი დგას
2016/12/20 17:04:42
კომენტარები
ნანახია: 1602 ჯერ