ბერლინში განხორციელებულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ამის შესახებ ინფორმაციას, ISIS-ის სააგენტოზე, Amaq news agency-ზე დაყრდნობით Reuters-ი ავრცელებს.
ტერორისტები აცხადებენ, რომ თავდასხმის ორგანიზატორი მათ რიგებშია. მანამდე კი ტერაქტის მოწყობის ბრალდებით, სამართალდამცველებმა პაკისტანელი დააკავეს, რომელიც პროკურატურამ გაათავისუფლა, რადგან მისი ბრალეულობა არ გამოიკვეთა.
კომენტარები