მექსიკაში ფოიერვერკების ბაზრობაზე აფეთქების შედეგად, სულ მცირე 29 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია ათობით მოქალაქე. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიციის, ექსპერტებისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები, რომლებიც დაშავებულებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას უწევენ.
13 ბავშვს, რომლებმაც სხეულის 90 პროცენტზე მეტი დამწვრობა მიიღეს, სამკურნალოდ აშშ-ი გააგზავნიან. შემთხვევა მეხიკოდან 32 კილომეტრის დაშორებით, ქალაქ ტულტეპეკის პიროტექნიკის ბაზრობაზე მოხდა.
კომენტარები