თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობის გამო პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 22 დეკემბერს დაგეგმილი ყოველწლიური პრესკონფერენცია ერთი დღით გადადო.
“იმის გამო, რომ ხუთშაბათს გაიმართება თურქეთში რუსეთის ელჩის, მოკლული ანდრეი კარლოვის დაკრძალვა, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება არ გამართოს ამ დღეს ყოველწლიური დიდი პრესკონფერენცია. პრეზიდენტი სამგლოვიარო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
პრესკონფერენცია 23 დეკემბერს, მოსკოვის დროით 12:00 საათზე გაიმართება.
კომენტარები