სამიტზე 27 ქვეყანა იყო ერთიანი. ყველა დაინტერესებულია, რომ ენერგორესურსებზე ფასებმა დაიწიოს. როგორც ყოველთვის კრიზისის დროს ვართ ერთად. ჩვენ მივმართეთ ევროკომისიას და ენერგეტიკის მინისტრებს გააგრძელონ მუშაობა წარმოდგენილ წინადადებებზე – , ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, კრიშიანის კარინსიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები სამშაბათს შეიკრიბებიან. ფასები უნდა შემცირდეს ოჯახებისთვის და ბიზნესისთვის. ერთხმად შევთანხმდით ამ მიმართულებით წასვლაზე და დანარჩენს მიზნის მისაღწევად ენერგეტიკის მინისტრები გააკეთებენ. რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ უფრო სასტიკი ხდება. რუსეთის სამიზნე უკრაინული არმიის გარდა სტრატეგიული ინფრასტრუქტურაა. იბომბება სამოქალაქო და ინფრასტრუქტურა ენერგო ინფრასტრუქტურა. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად უკრაინის მხარდასაჭერად და არა მარტო უნდა დავგმოთ რუსეთის აგრესიული ქმედებები, არამედ აქტიურად ვიმუშაოთ ტრიბუნალის შექმნაზე. უნდა ჩამოვყალიბდეთ ძალიან მალე, თუ როგორი იქნება სამართლებრივი პასუხი, რათა აგრესიის დამჩენი პირები გასამართლდნენ ჩადენილი დანაშაულისთვის. პარალელურ რეჟიმში უნდა გავაგრძელოთ უკრაინის იარაღით მომარაგება. საუბარია თავდაცვით იარაღზე და საჰაერო თავდაცვით სისტემებზე“, – განაცხადა ლატვიის პრემიერმა.
