თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე პოლიციიაა მობილიზებული. როგორც თვითმხილველები მედიას უყვებიან, ისმოდა აფეთქების ხმა და დაშავებული ერთი ადამიანი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა წაიყვანა.
“რაღაც აფეთქდა და რა აფეთქდა არ ვიცით. დაჭრილი იყო, სისხლში იყო სულ”, – თქვა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.
ლაღიძის ქუჩა პოლიციას გადაკეტილი აქვს, ადგილზე მისულია შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთი თანამშრომელი.
კომენტარები