რუსთავში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირმა კაცს ცივი იარაღით მიაყენა ჭრილობა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
აღნიშნული პირი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
კომენტარები